суббота, 22 мая 2010 г.
პროექტის სახელი: ,,ადამიანი და ჯანსაღი კვება."
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოახდენენ დაკვირვებას კვების რეჯიმზე.მიდიან დასკვნამდე,რომ ჯანსაღი კვება ადამიანს უხანგრძლივებს სიცოცხლეს.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებს შეექმნებათ სრული წარმოდგენა ცილების,ცხიმების,ნახშირწყლების,მინერალური მარილების და ვიტამინების შესახებ.შეადგენენ კვების ნორმებს ადამიანის ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.მოიძიებენ დიეტებძე ინფორმაციას და იმსჯელებენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. დაგეგმავენ ერთობლივ კვლევითი მუშაობის წარმართვას ბიოლოგიასთან, ქიმიასთან,გეოგრაფიასთან,ინგლისურთან და ხელოვნებასთან კავშირში.
ბ ი ო ლ ო გ ი ა–დაახასიათებენ და დააჯგუფებენ მცენარეულ და ცხოველურ საკვებს.მოიძიებენ ინფორმაციას შინაური ცხოველების (რომელსაც საკვებად იყენებენ)წარმოშობის შესახებ.სქემატურად გამოსახავენ ეკოსისტემაში არსებულ კვებით კავშირებს.
ქ ი მ ი ა–იმსჯელებენ საკვები პროდუქტების ქიმიურ შედგენილობაზე,მათ კალორიულობაზე და მის გამოთვლაზე.
გ ე ო გ რ ა ფ ი ა –შეადგენენ მცენარეული საკვები პროდუქტების წარმოშობის ისტორიას და სამშობლო ქვეყნებს.
ი ნ გ ლ ი ს უ რ ი–შეადგენენ ლექსიკონს საკვები პროდუქტის დასახელების მიხედვიტთ.
ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა–მოამზადებენ სხვადასხვა კერძებს და სალათებს.ჯგუფები შეეჯიბრებიან ერთმანეთს მათ ლამაზად გაფორმებაში.იმსჯელებენ იმაზე,თუ ვის როგორი განწყობა ექმნება ლამაზად გაფორმებული სალათებით.იკვლევენ რომელი საკვები უფრო სასარგებლოა და შედეგებს წარმოადგენენ დიაგრამის სახით.
მონაწილეთა ასაკი:14–17 წელი.
ვადების ხანგრძლივობა: სასწავლო წლის ნებისმიერი 2 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევა,დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე.ნამუშავრების განთავსება ბლოგში.
სასარგებლოა სხვებისთვის:შეიქმნება ბლოგი,სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი დაკვირვების შედეგებს,შეადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს საკვების მრავალფეროვნების შესახებ.სწავლობენ კერძების მომზადებას.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий